en
ge

საგრანტო კონკურსი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, იწვევს რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რეფორმის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანს წარმოადგენს, საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის განხორციელების პროცესის ალტერნატიული მონიტორინგი ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

წყარო: gyla.ge