28 და 29 ნოემბერს ბათუმში და ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია დისტანციური ტრენინგები თემაზე - ინფორმაციული ბრძოლა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
- პროპაგანდისა და დეზინფორმაციის არსი, მნიშვნელობა და მიზნები;
- ანტიდასავლური პროპაგანდის სტრატეგია და გზავნილები;
- ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არსებული მითები;
- ჰიბრიდული ომი და სტრატეგიული კომუნიკაციები;
- COVID-19-თან დაკავშირებული მითები და კონსპირაციები;
- ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა პროპაგანდისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით.
შეხვედრას გაუძღვებიან:
- მარიამ გუგულაშვილი - ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (EU Neigbours East), მედია მონიტორინგის ოფიცერი (კომუნიკაციების ეროვნული კომისია);
- თემო სუყაშვილი - ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, IREX-ის სერტიფიცირებული ტრენერი მედიაწიგნიერების მიმართულებით.