სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" ახალ ინიციატივას და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური იდეების წახალისებასა და გაძლიერებას.
პროგრამის ფარგლებში ცხადდება სოციალური ინოვაციების კონკურსი. კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით.
იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.
კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის.
წყარო: Jobs.ge