ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულების) მხარდასაჭერად.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში ხანდაზმულების მხარდაჭერა და მათი პრობლემების გადაჭრისა და ადვოკატირების ხელშეწყობა ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან პანდემიის დროს და შემდეგ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი