"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს საზაფხულო სატრენინგო კურსებს: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები". ტრენინგში მონაწილების მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების:
- პედაგოგებს
- აღმზრდელებს
- სპეციალისტებს
- ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს და სხვა მონათესავე პროფესიის მქონე სტუდენტებს
- ბაღების და სკოლების აღმზრდელებს, პედაგოგებს, ფსიქოლოგებს
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს (მეურვე/მზრუნველი), ოჯახის წევრებს
- ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროთი
წყარო: jobs.ge