ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აცხადებს საგრანტო კონკურსს
გლობალური ფონდის პროექტის "ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების
მოცვის გაფართოება აივ/შიდსზე პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით"
ფარგლებში.
თემა: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება.
პროექტის მიზანი: აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის.
სერვისების მიწოდების არე: პროექტები უნდა განხორციელდეს თბილისში (2 ცენტრი), ოზურგეთსა და რუსთავში
სავარაუდო ბიუჯეტი: 42 000 - 50 000 ლარი (4 თვიანი კონტრაქტის ბიუჯეტი)
წყარო: jobs.ge