"ქალები საერთო მომავლისთვის" (WECF) საქართველოს ოფისი აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.
პროექტი "ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში) და სამწლიანია. იგი მიზნად ისახავს 4 რეგიონში (რაჭა, კახეთი, გურია, იმერეთი) ქალთა, ახალგაზრდული და უმცირესობათა ჯგუფების გაძლიერებას, რათა აქტიურად მიიღონ მათ მონაწილეობა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში და უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა. ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებას მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე. პროექტი განხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - ქალთა ფონდი საქართველოში, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო, ახალგაზრდა პეგაგოგთა კავშირი, რაჭის სათემო ორგანიზაცია, ქალი და რეალობა.
"WECF | საქართველო" არის ქსელური საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომელიც 150-ზე მეტ ქალთა, ჯანდაცვით და გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყანაში. "WECF | საქართველო" სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუშაობს და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს გენდერულ თანასწორობასთან, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი არის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა. ჩვენი პროექტების დახმარებით, ქალებსა და კაცებს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად შექმნან თავიანთი რეგიონების მომავალი, მდგრადი განვითარების გზით (ორგანიზაციის ვებ-გვერდები: https://www.wecf.org | http://www.wecf.ge).
წყარო:jobs.ge