en
ge

ტენდერი ტრენინგ კურსის მომზადება-ჩატარებაზე

ტენდერი დასაქმების კონსულტანტების შესაძლებლობათა განვითარების ტრენინგ კურსის ჩატარებაზე 

არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" (EDEC) დაარსდა 2008 წელს და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ბავშვთა დაცვა და განათლება.

2020 წლიდან EDEC-ი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს 3 წლიან პროექტს - "სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!" (ისწავლე დასაქმებისთვის!), შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ფონდი "აფხაზინტერკონტი" და გურიის ახალგაზრდული ცენტრი. 

პროექტი მიზნად ისახავს, ერთის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; მეორეს მხრივ, საზღვაო და ტურიზმის სექტორში კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას, შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების პროგრამების შემუშავებას, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. 

პროექტი საქართველოს 6 რეგიონში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, კახეთი, შიდა ქართლი) განხორციელდება. მის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

წყარო:jobs.ge