en
ge

მცირე ბიზნესის კოორდინატორი

ააიპ "ექსპორტის განვითარების ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის კოორდინატორის პოზიციაზე ქ. ფოთში. 

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონსულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 100-მდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. ასოციაციის მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. 

წყარო:jobs.ge