2021 წლის 14-დან 15 ივნისამდე გერმანიის ქ. ბონში ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება „დოიჩე ველეს“ მე-14 გლობალური მედია ფორუმი (GMF), რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. წლევანდელი ფორუმის თემაა „Disruption and Innovation“. გლობალური მედია ფორუმი მედიის სპეციალისტებს და ასევე პოლიტიკის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, განათლების, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროების მაღალი რანგის წარმომადგენლებს სთავაზობს უნიკალურ შიდა დისციპლინარულ ფორმატს პროფესიული გამოცდილებების გაზიარებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შინაარსთან და პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ვებ-გვერდზე www.dw.com/gmf. მედიის დაინტერესბულ წარმომადგენლებს შეუძლიათ 2021 წლის 7 თებერვლამდე გერმანიის საელჩოში თბილისში გაიარონ რეგისტრაცია ციფრულ ფორმატში მონაწილეობისთვის. კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.
წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში