en
ge

ალუმნი საგრანტო პროგრამა

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს 2021 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის. 

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები შემდეგი მიმართულებებით: დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია, კიბერ განათლება და კიბერუსაფრთხოება, საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება, ხარისხიან ზოგად განათლებაზე წვდომის ზრდა, ეკონომიკური განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა. 

პროექტზე მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 15,000 აშშ დოლარს. საპროექტო განაცხადი უნდა იყოს მორგებული ადგილობრივი თემების რეალურ საჭიროებებზე და ჰქონდეს გაზომვადი შედეგები. პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორთან, და/ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან. 

წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში