en
ge

მედიატორთა ტრენინგი

სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა" და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა" მიერ ცხადდება კონკურსი მედიატორთა ტრენინგებში მონაწილეობაზე. მონაწილეების შერჩევა მოხდება ზუგდიდში, ბოლნისში, ახალციხესა და კახეთის რეგიონში. მედიატორების დატრენინგება მიზნად ისახავს რეგიონებში მედიატორის პროფესიის დამკვიდრებასა და სამომავლოდ, სასამართლო მედიაციის განვითარების ხელშეწყობას. 

წყარო:jobs.ge