en
ge

წიგნის თარგმნის პროგრამა 2021

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში