ცხადდება კონკურსი მედიატორობის მსურველთათვის სპეციალურ ტრენინგზე: „როგორ გავხდე მედიატორი? - თეორიული და პრაქტიკული საკითხები".
პროექტს ახორციელებენ „მედიაციის ცენტრი" და „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი".
ტრენინგის მიზანია: მომავალი მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლონური გამოცდილების გაზიარება იმისათვის რომ საქართველოში განხორციელდეს უფრო ეფექტური მედიაციის სამსახური.
ტრენინგი გაიმართება თბილისში (9-14 სექტემბერი და 3-6 ოქტომბერი) და გორში (16-20 სექტემბერი და 8-11 ოქტომბერი).
კონკურში მონაწილეობის პირობები:
უმაღლესი განათლება და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ასაკი: 25 წლის ზემოთ
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებად შემდეგი დარგების წარმომადგენლებს:
ფსიქოლოგია; სოციოლოგია; იურისპრუდენცია; კონფლიქტოლოგია; ჟურნალისტიკა; პედაგოგიკა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ ავტობიოგრაფია ან CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: levgegeshidze@gmail.com; megibibiluri@gmail.com
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: 595404300;
599757674