საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად, ევროკავშირის (EU) და "პური მსოფლიოსთვის" (Brot) მხარდაჭერით, ახორციელებენ პროექტს "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის".
პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE). საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების ინიცირების ან/და განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.
საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.
შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად/განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს ექვივალენტს ლარში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი თანამონაწილეობა.
წყარო:jobs.ge