გერმანიის საელჩოს ლიტერატურულ ინიციატივასთან თანამშრომლობით დაწესებული 2021 წლის ლიტერატურული პრემიისათვის განაცხადების მიღება დაიწყო!
2021 წლის პირველ მაისამდე შესაძლებელია 2019-2021 წლებში ქართული გამომცემლობების მიერ პირველად გამოქვეყნებული მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებების გაგზავნა (ელექტრონული წიგნები არ მიიღება). დაჯილდოება გაიმართება 2021 წლის 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://literature-initiative.ge/portfolio-items/eseses/
წყარო: გერმანიის საელჩო