თუ ხართ არქიტექტორი ან არქიტექტურის მიმართულებით მომუშავე კულტურის სფეროს წარმომადგენელი და გსურთ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო მობილობის პროგრამაში და გააცნოთ თქვენი პროექტი თქვენი სფეროს წარმომადგენლებს, არ გამოტოვოთ i-Portunus-ის მობილობის კონკურსი!
შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილოება მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში საერთაშორისო თანამშრომლობის, წარმოებაზე ორიენტირებული ან პროფესიული განვითარების მიმართულებით.
განცახდების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 14 მარტი.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდი სოციალურ ქსელში