"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თანამშრომლობის ინტერესის გამოსახატად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ("Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia") ფარგლებში. თანამშრომლობა მოიცავს ორგანიზაციების ბაზაზე სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.
წყარო:jobs.ge