UNESCO აცხადებს საგრანტო კონკურსს
ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. ახალგაზრდებს
შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები ინოვაციური პროექტის შესახებ თემის, ქვეყნის ან
რეგიონის მასშტაბით. ჟიურის მიერ შერჩეული 45 პროექტის ავტორები მონაწილეობას მიიღებენ
ოქტომბერში, პარიზში, გამართულ მერვე UNESCO–ს
ახალგაზრდულ ფორუმში. ფორუმზე გამოვლინდება გამარჯვებული 15 პროექტი.