ევროპის საბჭო და ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ ტრენერთა შესარჩევ კონკურსს, ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთათვის ტრენინგების ჩასატარებლად. აღნიშნული კონკურსი ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის" - ფარგლებში.
ტრენინგების ორგანიზების მიზანია ადვოკატთა ასოციაციის წევრთა და სხვა იურისტთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შესახებ.
წყარო: gyla.ge