კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი "კავკასიური სახლი" იწვევს ახალგაზრდა ისტორიკოსებსა და სამოქალაქო განათლების სპეციალისტებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შესახებ: კავკასიური სახლი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - "შერიგების ხელშეწყობა საქართველოს წარსულის გააზრების გზით." პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო და აკადემიურ სივრცეში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების წარმოქმნის, განვითარებისა და შედეგების კრიტიკულ ანალიზს; მოახდინოს ისტორიკოსებისა და კონფლიქტოლოგების ჩართვა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა სამოქალაქო დიალოგის ფორმატებში.
პროექტი ახალგაზრდა ისტორიკოსებს საშუალებას აძლევს მიიღონ აკადემიური ცოდნა ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების არსი და ისტორია, ისტორიული მეხსიერების ფორმირება, ნაციონალიზმი და ნაციონალიზმის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში, მშვიდობის მშენებლობის ძირითადი პრინციპები და სამშვიდობო განათლების როლი შერიგების პოლიტიკაში.
წყარო: Jobs.ge