en
ge

ტენდერი სასაუბრო ინგლისური ენის სასწავლო კურსებისათვის

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს სასაუბრო ინგლისური ენის სასწავლო კურსებისათვის. ტენდერით გათვალისწინებულია ინტერაქტიული სასწავლო კურსების ჩატარება საქართველოს ოთხი რეგიონის: აჭარის, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ახალგაზრდებისათვის. რეგიონული LINKS ცენტრები პროვაიდერს დახმარებას გაუწევენ მონაწილეების შერჩევაში, სივრცით უზრუნველყოფენ, განახორციელებენ საქმიანობის კოორდინაციას, შეაგროვებენ მონაცემებს და მონიტორინგს გაუწევენ სასწავლო პროცესს.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი