en
ge

რონდელის ფონდის შვიდთვიანი სასწავლო პროგრამა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2021 წლის სასწავლო პროგრამაში - „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ - მონაწილეობის მისაღებად.

7-თვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საჯარო მართვაში, პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში. 

სასწავლო კურსი დაიწყება 2021 წლის აპრილში. ლექციები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა) 19:00-დან 21:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...

წყარო: www.gfsis.org