en
ge

განაცხადების მიღება საგანმანათლებლო და კვლევით პროექტში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი
  • დაწყების თარიღი: 23.03.2021
  • ბოლო ვადა: 04.04.2021
  • ბმული: https://www.facebook.com/events/128966565784390/?ti=ls

ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი იწყებს განაცხადების მიღებას საგანმანათლებლო და კვლევით პროექტში სახელწოდებით - “ცხოვრება რკინიგზის პირას: დასავლეთ საქართველოს საბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების მეხსიერება და დღევანდელობა” მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად: პროექტის დასაწყისში, აპრილისა და მაისის თვეში, შერჩეული მონაწილეებისგან შედგება მკითხველთა ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ პროექტის აკადემიური ლიდერები. მკითხველთა ჯგუფი იმუშავებს ორ თემატიკაზე: კრიტიკული სოციალური კვლევები და ურბანული ანთროპოლოგია. ჯგუფის მონაწილეები ორი თვის მანძილზე წაიკითხავენ და გაარჩევენ მნიშვნელოვან ტექსტებს კრიტიკული სოციალური კვლევებისა და ურბანული ანთროპოლოგიის მიმართულებით. 

პროექტის მეორე ეტაპზე, ივნისისა და ივლისის განმავლობაში, შერჩეული მონაწილეები პროექტის აკადემიურ ხელმძღვანელთან და მკვლევრებთან ერთად გაემგზავრებიან ჭიათურასა და ზესტაფონში საველე კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებული საველე კვლევის საფუძველზე პროექტის მკვლევრები მოამზადებენ პუბლიკაციას ჭიათურისა და ზესტაფონის, როგორც რკინიგზის პირა ქალაქების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილებაზე. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ, მიიღონ 19-26 წლამდე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მოქმედ სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, რომელთაც აინტერესებთ კრიტიკული სოციალური კვლევები, პოსტსაბჭოთა კვლევები, ურბანული ანთროპლოგია და უთანასწორობის კვლევები.

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში