სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პური მსოფლიოს (BftW) მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი მონაწილეობის ონლაინ სასწავლო პროგრამის შექმნასა და გაძღოლაზე.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა მონაწილეობისა და ჩართულობის გზით, მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღება, შედეგად კი, მარგინალიზაციის, უთანასწორობისა და სიღარიბის დაძლევა.
პროექტის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, განვითარების სფეროში ჩართული აქტორები შეძლებენ გაიუმჯობესონ ცოდნა, უნარები და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რათა ერთობლივად განსაზღვრონ ადგილობრივი საჭიროებები და განვითარების პრიორიტეტები, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება იმ ინტერვენციების განხორცილებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული ვითარების გაუმჯობესებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი