“სამოქალაქო ფორუმი“, UNDP-სა და გაერთიანებული სამეფოს ფონდის მდგრადი მშვიდობისთვის (COBERM-ის დამატებითი ფინანსური მექანიზმი) თანამშრომლობით და მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეების მიღებას ქართულ-ოსურ სამშვიდობო პროექტში – ContactZine. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას.
პროექტის მონაწილეები შექმნიან ContactZINE-ს: მცირე ჟურნალს სხვადასხვა თემატიკით, რომლის კონტენტიც შეიქმნება თავად პროექტის მონაწილეების მიერ მოწვეული მენტორების დახმარებით. პროექტის მონაწილეები გამოუშვებენ ContactZINE-ს სამ გამოცემას შემდეგ თემებზე: გენდერული თანასწორობა, კლიმატის ცვლილება და ურბანიზაცია/ურბანული განვითარება და ფინალურ მანიფესტს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი