BIRN Summer School აცხადებს მსურველთა მიღებას საგამოძიებო ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომელთაც აინტერესებთ საგამოძიებო ჟურნალისტიკა; რედაქტორებს, რომლებსაც სურთ ხელი შეუწყონ საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას მედიასაშუალებებში რომლებსაც წარმოადგენენ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის დამატება სასწავლო პროგრამაში; იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები არიან ორგანიზებულ დანაშუალთან და კორუპციასთან ბრძოლაში.