en
ge

მონაწილეების მიღება სამშვიდობო პროექტში - ContactZINE

"სამოქალაქო ფორუმი" UNDP-სა და გაერთიანებული სამეფოს ფონდის მდგრადი მშვიდობისთვის (COBERM-ის დამატებითი ფინანსური მექანიზმი) თანამშრომლობით და მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეების მიღებას ქართულ-ოსურ სამშვიდობო პროექტში - ContactZINE. 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობას. მოწვეული მენტორების დახმარებით პროექტის მონაწილეები თავად შეიმუშავებენ ContactZINE-ს კონტენტს. ContactZINE არის ციფრული ჟურნალი. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მისი სამი თემატური გამოცემა და ფინალური მანიფესტი. თემატური სფეროებია: გენდერული თანასწორობა, კლიმატის ცვლილება და ურბანიზაცია/ურბანული განვითარება. 

წყარო: Jobs.ge