en
ge

მოწვევა ტრეინინგსა და სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მწვანე ალტერნატივა
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 22.08.2013
2013 წ. 2-3 სექტემბერს ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ ტრეინინგსა და სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: „ევროკავშირისა და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გამოწვევები".
ტრენინგის მიზანია, გაზარდოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ გარემოსდაცვით ვალდებულებებზე, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესების ეტაპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ტრეინინგის თანმდევი სამუშაო შეხვედრის მიზანია, შევაფასოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გამოწვევები და პრობლემები, ასევე, როგორ მოვახდინოთ კონვერგენციით მიღებული სარგებელის ოპტიმიზაცია.
ტრეინინგი/სამუშაო შეხვედრა გამიზნულია გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.
ტრეინინგში/სამუშაო შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ რეგიონულ ორგანიზაციებს.
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მსურველებმა უნდაშეავსონ შეავსოთ განაცხადის ფორმა და მიაწოდონ მწვანე ალტერნატივას არაუგვიანეს 22 აგვისტოს 16.00 სთ-ისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org.
წყარო: cenn