en
ge

ტრენინგები შემოქმედებითი ტურიზმის მომსახურებაზე

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 17 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს იწვევს შემდეგ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად: 

  1. შემოქმედებითი ტურიზმი: 17, 18, 20, 21 მაისი; 
  2. კულტურული პროდუქტები ტურიზმისთვის: 24, 25, 27, 28 მაისი; 
  3. მეწარმეობა: 31 მაისი, 1, 3, 4 ივნისი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებსა და მეწარმეებს, ფოლკლორული ჯგუფების, აგროტურისტული ობიექტების მენეჯერებს, ტრადიციული მეურნეობის მქონე ფერმერებს და აღნიშნულ სფეროებში ბიზნესის დაწყების მსურველებს. 

მონაწილეების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. უპირატესობა მიენიჭებათ რეგიონებში მაცხოვრებელ კანდიდატებს, და მათ, ვინც შეძლებს ტრენინგების სამივე თემის მოსმენას (ჯამში 12 ტრენინგის დღე). დასრულებისას მონაწილეს გადაეცემა ტრენინგზე დასწრების სერტიფიკატი. 

ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წყარო: Jobs.ge