en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 02.08.2013
  • ბოლო ვადა: 05.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/60969/
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის და დაგეგმილი რეფორმის აქტუალიზაცია და პოპულარიზაცია".
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლების ინტერესის გაზრდასა და ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებით ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და დაგეგმილი რეფორმის შესახებ, კერძოდ:
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და საჭიროება - რა ძირითადი პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებში დღეს არსებული პრობლემები და გამოწვევები;
  • თვითმმართველობის რეფორმის სამთავრობო კონცეფციის არსი - რა სიახლეს გვთავაზობს თვითმმართველობის რეფორმა (კონცეფცია);
  • როგორი იქნება შედეგი, რას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ რეფორმის შედეგად?
სტატიის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხ გვერდი, აკრეფილი უნდა იყოს "Sylfaen" - ში, 12 ზომა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ ბეჭდურ და ინტერნეტმედიაში მომუშავე ჟურნალისტებს. კონკურსში დაიშვება მხოლოდ ის სტატია, რომელიც არცერთ საინფორმაციო საშუალებაში არ იყო გამოქვეყნებული.
კონკურსში მონაწილე სტატიებზე საავტორო უფლება გადმოეცემა "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრს".
"სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი"იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს სტატიები, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით. საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრები განთავსდება ვებგვერდზე http://lsg.ge და გამოქვეყნდება ბიულეტენში "თვითმმართველობის დროა".
დაინტერესებულმა პირებმა სტატიები (ავტორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) მიმდინარე წლის 5 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე office@iccc.org.ge
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური:
დავით ლოსაბერიძე - თვითმმართველობის ექსპერტი
თამარ ჩიქოვანი - მედიაექსპერტი
კონსტანტინე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალების განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი კრიტერიუმებით:
  • ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა);
  • საკითხის აქტუალობა (რამდენად კარგადაა ასახული ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული სურათი, პრობლემები და გამოწვევები);
  • მიმდინარე რეფორმის არსის გასაგებ ენაზე გადმოცემა.
კონკურსი გამოავლენს 3 გამარჯვებულს
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი
წყარო: jobs.ge