ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", რომლის მთავარი მიზანი არის დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისს, აა(ი)პ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასაქმების ცენტრების გახსნა თბილისსა და ქუთაისში, რომელიც მოემსახურება პროექტის ბენეფიციარებს - სამუშაოს მაძიებლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში. დასაქმების ცენტრებისთვის ცხადდება დასაქმების კონსულტანტების ვაკანსია თბილისსა და ქუთაისში.
წყარო: Jobs.ge