en
ge

კონკურსი მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის და მონიტორინგის სახელმძღვანელოების მომზადებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ – ფარგლებში აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სახელმძღვანელოების მომზადდებასა და მისი დანერგვის ხელშეწყობაზე, კერძოდ: 

ლოტი (1) მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის სახელმძღვანელო; 

ლოტი (2) მონაწილეობითი ბიუჯეტირების მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელო. 

ტექნიკური დავალება: დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მონაწილეობითი ბიუჯეტირება პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მაღალ საფეხურს წარმოადგენს. ის დღითი დღე აქტუალური ხდება მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური) მხარდაჭერა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგამის დანერგვა/გაძლიერების კუთხით. მუნიციპალიტეტების საჭირობებიდან გამომდინარე დაგეგმილია მომზადდეს: მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგის სახელმძღვანელო (ლოტი 1), რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაში და განხორციელებაში. სახელმძღვანელომ უნდა მოიცვას პროცესის ყველა ეტაპზე ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების გზები და ასევე მონიტორინგის საშუალებები. ასევე მომზადდეს მონაწილებითი ბიუჯეტირების მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელო (ლოტი 2), რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს მონიტორინგის და შეფასების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, განხორციელებასა და ანგარიშის მომზადებაში, სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს მონიტორინგის და შეფასების ეტაპებს, მეთოდოლოგიას და ასევე განხორციელების გზებს და საშუალებებს.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი