en
ge

ტრენინგი „შედეგზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა“ – სამცხე–ჯავახეთი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 06.08.2013
8-9 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სამცხე–ჯავახეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინგს თემაზე „შედეგზე ორიენტირებული პროექტის დაგეგმვა", რომელიც ჩატარდება დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #26.
ტრენიგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტის მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც ჩართულები არიან და მოანწილეობენ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ტრენინგის მიზანია საზოგადოებრივა ორგანიზაციებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ გრძელვადიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტები, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია.
ტრენინგზე მონაწილეები დაეუფლებიან პროექტის დაგეგმვის სისტემურ მიდგომებს, მეთოდოლოგიას და კონკრეტულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, პრობლემების ანალიზი, M4P სისტემური ანალიზი, ინტერვენციის ლოგიკის თეორია და ა.შ. ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკაში განახორციელონ სისტემური და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვა პროექტების დაგეგმვისას. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურ, ეფექტიან, მდგრად პოზიტიურ ცვლილებაზე ორიენტირებულ მუშაობას.
ტრენინგი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირი, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.
მსურველებმა დაგვიდასტურეთ მონაწილეობა არაუგვიანეს 6 აგვისტოსი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: ia@civilin.org