en
ge

მრავალფეროვნების ექო ეძებს ქართული ენის მოხალისე მასწავლებლებს

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მრავალფეროვნების ექო
  • დაწყების თარიღი: 14.05.2021
  • ბმული: https://bit.ly/3hpFB71

ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებსა და, ამავდროულად, მოხალისე მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ მოხალისეობრივი საქმიანობა, შეიძინონ ძალიან ბევრი სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილებების ადამიანი, მრავალფეროვნების ექო პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. 

პროექტი ორიენტირებულია ქართული ენის დონის ამაღლებაზე საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილ საზოგადოებაში. პროექტი მოიცავს საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს, სწორედ ამიტომ გეოგრაფიული ბარიერი არ არსებობს. პროექტი თანამშრომლობს სხვადახსვა ასაკის, გამოცდილებების ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

მომავალი ქართული ენის სტუდენტებისთვის - კურსები არის სრულიად უფასო და თქვენზე მორგებული. მოხალისე მასწავლებლებისთვის- ეს საქმიანობა არის მოხალისეობრივი, რაც აძლევს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას საკუთარი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, უნარების განვითარებაში, აგრეთვე ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი მეგობრების გასაცნობად. 

წყარო: https://docs.google.com