საგრანტო კონკურსი – ,,იდეა - კრეატივი’’
- გრანტი
- გამომცხადებელი: სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
- დაწყების თარიღი: 05.08.2013
- ბოლო ვადა: 30.08.2013
- ბმული: http://www.fondi.gov.ge/#!1/cfy9
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობისგანვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების
კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული კონკურსი
წინა კონკურსებისგან
რამდენიმე კომპონენტით გამოირჩევა:
- პირველად
ფონდის არსებობის მანძილზე
კონკურსი ცხადდება მხოლოდ
რეგიონული ორგანიზაციებისთვის. დედაქალაქში
დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს
კონკურსში მონაწილეობის საშუალება
მხოლოდ რეგიონალურ ორგანიზაციებთან
ერთად კოალიციური პროექტის
წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლებათ.
კონკურსის მთავარი იდეაა
საქართველოს რეგიონების გააქტიურება
და ადგილობრივი
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა,
მათი თავისუფალი დროის
სწორად განაწილება და სამუშაო გამოცდილების
მიღება.
- პირველი
და მეორე
საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით
ამჯერად მონაწილეობის უფლება
აქვთ როგორც რეგისტრირებულ
არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საინიციატივო ჯგუფებსა
და ფიზიკურ
პირებს.
- პირველ
ეტაპზე მოხდება მხოლოდ
იდეების მიღება. შემოსული
წინადადებები განიხილება სპორტისა
და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს სათათბიროში.
იმ შემთხვევაში,
თუ წარმოდგენილ
იდეას მოიწონებს სამინისტროს
სათათბირო, საინიციატივო ჯგუფს
თუ ფიზიკურ
პირს მიეცემა რეკომენდაცია,
რომ ოფიციალურად
დააფუძნოს ახალგაზრდული ორგანიზაცია,
ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი
დაფინანსდება მესამე საგრანტო
პროგრამის ფარგლებში.
- ასევე,
პირველი და მეორე
საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით,
მონაწილეებს საშუალება მიეცემათ
ისარგებლონ საპროექტო აპლიკაციის
გამარტივებული ფორმით, რომელიც
შესაძლებელია ჩამოიტვირთოს ფონდის
ვებ-გვერდიდან;
- სამინისტროს
სახელით გაეგზავნა მიმართვები
საქართველოს ყველა რეგიონში
არსებულ მუნიციპალიტეტებს. ვიმედოვნებთ,
რომ მათი დახმარებით შესაძლებელი
გახდება პროექტების ადგილობრივად
მიღება. ამრიგად, დაინტერესებული
პირები თავისსავე ქალაქში
შეძლებენ პროექტების წარმოდგენას;
არსებობს მეორე შესაძლებლობაც:
სურვილის შემთხვევაში პროექტები
მიიღება ელექტრონულადაც, ფონდის
ელექტორნული ფოსტის მეშვეობით.
- სპეციალურად
მესამე საგრანტო კონკურსისთვის,
ფონდის წარმომადგენლები 3 კვირის
განმავლობაში მოაწყობენ შეხვედრებს
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ეს იქნება უპრენცენდენტო
რეგიონალური კამპანია. ნებისმიერ
დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა
მიეცემა უშუალოდ შეხვდეს
წარმომადგენლებს და დეტალური
ინფორმაცია მიიღოს მისთვის
საინტერესო საკითხებზე. ინფორმაცია
შეხვედრების განრიგების შესახებ
ეტაპობრივად განთავსდება სამინისტროსა
და ფონდის
ვებ-გვერდებზე.
- პროექტები
მიიღება 5 აგვისტოდან 30 აგვისტოს
(18:00 საათი) ჩათვლით.
წყარო: www.fondi.gov.ge