en
ge

იურისტის თანაშემწე - მარნეული

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: UN Women
  • დაწყების თარიღი: 06.08.2013
  • ბოლო ვადა: 11.08.2013
  • ბმული: http://jobs.ge/61059/
"UN WOMEN"-მა (გაერო ქალებისათვის) ნორვეგიის მთავრობის ფინანსური დახმარებით 2010-2012 წლებში განახორციელა პროექტი "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" (ქთმგ, პირველი ეტაპი). პროექტის მიზანი მდგომარეობდა იძულებით გადაადგილებული პირების (იგპ), კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის წევრთა და სხვა პარტნიორების პოტენციალის გაზრდაში საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მიმართულებით.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა ქალების იურიდიული დახმარების მიზნით, ქთმგ პროექტის მეორე ეტაპი დაასაქმებს იურისტის თანაშემწეს, რომელიც იმუშავებს ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტში. იურიდიული დახმარების ცენტრი იფუნქციონირებს ქთმგ პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, გააუმჯობესებს ქალებისათვის იურიდული მომსახურების დონეს და გაზრდის მათ მიმართ სასამართლოს სენსიტიურობას ქალთა უფლებების უფრო ეფექტურად დაცვის მიზნით. იურიდიული დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობის ქალების უფასო დახმარებას. იურისტის თანაშემწე იმუშავებს იურიდიული დახმარების ცენტრში და იურისტთან ერთად გაუწევს იურიდიულ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში, იქნება განმცხადებლის წარმომადგენელი სასამართლოში.
წყარო: jobs.ge