en
ge

სტაჟირება სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონულ ოფისებში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 10.09.2013
  • ბმული: http://www.media.ge/ge/portal/events/301159/.htm

ადამიანის უფელებათა ცენტრი იწვევს სტუდენტებს სტაჟირებაზე რეგიონებში:

  • აჭარა
  • კახეთი
  • შიდა ქართლი
  • ქვემო ქართლი
  • იმერეთი
  • გურია

თითო რეგიონიდან შეირჩევა 5 კანდიდატი

სტაჟირების ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ საარჩევნო თემაზე საინფორმაციო ტიპის მასალების მომზადება და არჩევნების დღეს უბანზე დამკვირვებლად ყოფნა. თითოეულ მონიტორს აუნაზღაურდება პერ-დიემი 40 დოლარის ოდენობით.

სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში და სტაჟირების ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.

აუცილებელი მოთხოვნები: გამართულად წერის უნარი, ოპერატიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უპირატესობა მიენიჭებათ ჟურნალისტიკის, ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ან ბაკალავრის დიპლომის მქონე პირებს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე:

salomeachba@gmail.com

CV-ს მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2 38 46 48;

წყარო: media.ge