en
ge

მოწვევა კოჰრანის პროგრამაში მონაწილეობაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: აშშ საელჩო
  • დაწყების თარიღი: 11.07.2012
  • ბოლო ვადა: 20.07.2012
  • ბმული: http://jobs.ge/46609/
აშშ საელჩო საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პირებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოჰრანის ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების მოკლევადიან (2-3 კვირა) ტრენინგს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის დარგის მაღალი და საშუალო რანგის მუშაკებს, ფერმერებს, მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც ჩაბმულნი არიან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაში, აგრობიზნესის მართვასა და მარკეტინგში, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. მონაწილეთა ინტერესების სფერო შესაძლოა მოიცავდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგს, გადამუშავებას, დისტრიბუციას, საბითუმო/საცალო ვაჭრობას, სასოფლო-სამეურნეო კრედიტებს, საბანკო საქმეს და პოლიტიკის რეფორმას შესაბამის სფეროში.
წყარო: jobs.ge