თანამედროვე ქართველი ავტორების ხელშესაწყობად, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მორიგი პროექტი "სტიპენდია ავტორებისთვის" განაცხადის მიღება იწყება. კონკურსს არ აქვს დადგენილი პრიორიტეტული ჟანრები და შეირჩევა როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ნაწარმოებებიც. აუცილებელი პირობაა, რომ ნაწარმოები, ან მისი ნაწილი, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი