en
ge

იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოება
  • დაწყების თარიღი: 08.08.2013
  • ბოლო ვადა: 20.08.2013
  • ბმული: http://jobs.ge/61179/
"საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება" ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ("პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი") ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

პროექტის მიზანია პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პაციენტის უფლებების დაცვას.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია (ა) პაციენტის ცხელი ხაზის საშუალებით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მათი სამართლებრივი მხარდაჭერა, (ბ) ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების სისტემური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

სამუშაოს აღწერა:

იურისტის სამუშაო ძირითადად მოიცავს პაციენტის დარღვეული უფლებების აღდგენისაკენ მიმართულ საქმიანობას და დაგროვილი შემთხვევების ანალიზსა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობას.

თანამდებობაზე მომუშავე პირის ძირითადი მოვალეობები იქნება:

** პროექტის გუნდის შესაბამისი წევრების მოთხოვნის საფუძველზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა გუნდის წევრისათვის და/ან პაციენტისათვის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებზე. კონსულტაცია შეიძლება იყოს წერილობითი (კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით) ან სიტყვიერი (პაციენტთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან შეხვედრისას). საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა სახელმწიფო უწყებებიდან.
** პაციენტის დარღვეული უფლებების აღდგენისაკენ მიმართული საქმიანობა, რაც მოიცავს:

- შემთხვევის ანალიზს, შეხვედრებს და კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან;
- მედიაციის რესურსების მოძიებას და გამოყენებას,
- პაციენტის ინტერესების დაცვას სასამართლოში, მათ შორის, სასამართლო საქმეების მომზადებას და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოებას, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

** მონაწილეობა შემთხვევების მომზადებაში, სადაც აღწერილი იქნება პაციენტის უფლების დარღვევის და მისი აღდგენის საკითხები; თანამშრომლობა პროექტის მედია-კომპონენტთან.
** პაციენტის დარღვეული უფლებების ანალიზი გუნდის სხვა წევრებთან ერთად და მონაწილეობის მიღება რეკომენდაციების მომზადებაში პაციენტის უფლებების დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ.
** მონაწილეობა პრესკონფერენციებში, დისკუსიებსა და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებში.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართალში. სასურველია დოქტორის ხარისხი სამართალში;
** გამოცდილება და ცოდნა ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის, ბიომედიცინის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში (პრაქტიკული მუშაობა, ან აკადემიური და/ან სამეცნიერო საქმიანობა ამ სფეროში);
** ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა;
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრისა და აკადემიური წერისა უნარი (სასურველია ჰქონდეს პუბლიკაციები შესაბამის სფეროში - ჯანდაცვისა და ბიომედიცინის სამართლებრივი საკითხები);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.

განაცხადის შემოტანა და შერჩევის პროცედურა:

მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ghlbs@outlook.com

** რეზიუმე (CV);
** ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მოტივაციის წერილი, სადაც თქვენ მოკლედ მიუთითებთ თქვენს კვალიფიკაციას და განმარტავთ, თუ რატომ ხართ დაინტერესებული ზემოხსენებული საქმიანობით. მოტივაციის წერილი უნდა შეიცავდეს 400 სიტყვაზე მეტს;
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
** არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში ("საგანი") მიუთითოთ: "იურისტი".

საბუთების განხილვის საფუძველზე ორგანიზაცია დაუკავშირდება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს/კანდიდატს და მოიწვევს მათ/მას გასაუბრებაზე. საბოლოოდ შეირჩევა მხოლოდ ერთი კანდიდატი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:

ორგანიზაცია კანდიდატის შერჩევას გეგმას უმოკლეს ვადაში. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 20 აგვისტო.
წყარო: jobs.ge