en
ge

ტრენინგი - დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs" ფარგლებში, აცხადებს მსურველთა მიღებას "დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება/რეალიზაცია" სატრენინგო მოსამზადებელ კურსში მონაწილეობის მიზნით. 

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

წყარო: Jobs.ge