არასამთავრობო ორგანიზაცია "
ქალთა საინფორმაციო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას
პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე. პროექტი მიზნად ისახავს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში,
კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და გალში მცხოვრები დევნილი,
კონფლიქტით დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი
ქალების ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებას და მათ აქტიურ ჩართვას
მშვიდობის მშენებლობის პროცესში. პროექტი ხორციელდება ხუთი ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება
** პროექტში ჩართული არასამთვრობო ორგანიზაციებისათვის კოორდინაციის გაწევა, მათი შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მომზადება, განხორციელება და კონტროლი
** საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კოორდინირებული მუშაობა
კვარტალური, წლიური და საბოლოო ანგარიშების მომზადება და წარდგენა დონორისთვის
** შეხვედრების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა
** საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობა
** პროექტის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და სამიზნე ჯგუფისთვის წარდგენა
** პროექტის ფარგლებში საჭირო სატენდერო წინადადებების მომზადება
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგისტრის ხარისხი) გენდერში,
სოციალურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სამართალში
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ქალთა პოლიტიკური ჩართულობის
გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტების მართვის მიმართულებით
** გენდერული საკითხების ცოდნა
** კოალიციური პროექტების მართვის ძლიერი უნარ-ჩვევები
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა
საჭირო დოკუმენტაცია:
** ავტობიოგრაფია (CV)
** სამოტივაციო წერილი (500-დან 1000 სიტყვამდე)
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
** ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია
დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში
2013 წლის 1 სექტემბრამდე.
არასრულად წარმოდგენილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი საბუთები არ
განიხილება. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
მისამართი:
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
წინამძღვრიშვილის 40, თბილისი 0102
ტელეფონი: +995 32 2952934
წყარო: jobs.ge