en
ge

იდეადრომი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მედიალაბი
  • ბოლო ვადა: 01.07.2021
  • ბმული: https://medialab.ge/services/ideadro-1

მედიალაბი გთავაზობს „იდეადრომს“, სტარტაპიდეების კონკურსს, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს − განურჩევლად პროფესიისა თუ ასაკის − ეძლევა საშუალება, შეეჭიდოს გლობალურ პრობლემებს, მიიღოს სტარტაპერობის გამოცდილება და მოიგოს ფულადი პრიზი.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად თავი მოუყარე ორ- ან სამწევრიან გუნდს, ერთად შეარჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ ერთწუთიანი ვიდეორგოლი თქვენი პროექტის შესახებ. პირველ ეტაპზე პროექტები შეფასდება წამოჭრილი პრობლემის აქტუალურობის, მისი გადაწყვეტის ეფექტურობისა და კომერციალიზაციის პოტენციალის მიხედვით.

„იდეადრომის“ შერჩეულ მონაწილეებს ჩაგიტარდებათ მედიალაბის ტრენინგები და უორკშოპები, სადაც მენტორები დაგეხმარებიან არჩეული პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის მოძიებასა და ფინალური პრეზენტაციის მომზადებაში, რის შედეგადაც მოწვეული ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადაეცემა.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი