en
ge

მედიის სპეციალისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოება
  • დაწყების თარიღი: 09.08.2013
  • ბოლო ვადა: 20.08.2013
  • ბმული: http://jobs.ge/61224/
"საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება" ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მიერ დაფინანსებული პროექტის ("პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი") ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პაციენტის უფლებების დაცვას.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია:

** პაციენტის ცხელი ხაზის საშუალებით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მათი სამართლებრივი მხარდაჭერა, მათი დარღვეული უფლებების აღდგენის ჩათვლით;
** ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების სისტემური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

სამუშაოს აღწერა:

მედიის სპეციალისტის სამუშაო გულისხმობს პროექტის მედია-კომპონენტის წარმართვას, რაც თავის მხრივ მოიცავს: ცხელი ხაზის პოპულარიზაციას სხვადასხვა მედია საშუალებებით და აქტივობებით (ახალი მედია საშუალებების აქტიური გამოყენება), ანგარიშების მომზადებას, შემთხვევების აღწერას და გავრცელებას, კომუნიკაციის ეფექტურობის შეფასებას.

მედიის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები იქნება:

** პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პოპულარიზაცია, რეკლამირება მთლიანად მოსახლეობასა და სამიზნე ჯგუფებს შორის, მათ შორის ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით (უფასო სოციალური რეკლამა), "ფეისბუქის" და სხვა სოციალური ქსელების გამოყენებით, ბეჭდვითი მედიის დახმარებით და პირდაპირი კომუნიკაციის გზით; სოციალური მედია-კამპანიების დაგეგმვა და წარმართვა;
** ორგანიზაციის ფეისბუქის/ვებ- გვერდის კონცეფციის შემუშავება, განვითარება, განახლება, მართვა და პოპულარიზაცია;
** რეგულარული ანგარიშების მიწოდება საზოგადოებისთვის ზემოხსენებული მეთოდების, აგრეთვე, ბიულეტენების, პუბლიკაციების და სხვა საშუალებების გამოყენებით;
** პროექტის შედეგებისა და რეკომენდაციების გავრცელება;
** პროექტის მედია-კომპონენტის ეფექტურობის მიმდინარე ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და მედიასთან დაკავშირებული საქმიანობის გეგმის/სტრატეგიის განახლება;
** თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** პრესკონფერენციების, საკომუნიკაციო და სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზება;
** მონაწილეობა პაციენტის უფლებების დარღვევისა და მისი აღდგენის ღონისძიებების შესახებ შემთხვევების შერჩევაში, მომზადებასა და გავრცელებაში;
** მონაწილეობა პროექტის შედეგების ანალიზსა და რეკომენდაციების მომზადებაში;
** ანგარიშების მომზადება გაწეული სამუშაოს შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და პროექტის ხელმძღვანელის დახმარება მიმდინარე და საბოლოო ანგარიშების მომზადებაში.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება სოციალურ ქსელებში, კომუნიკაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, სოციალურ მარკეტინგში ან მონათესავე სფეროებში;
** ციფრული მედიის უახლესი მიმართულებებისა და სოციალური მედიის მართვის ტექნოლოგიების ცოდნა;
** ვებ-ტექნოლოგიების ცოდნა;
** ვებ-გვერდების მართვის სისტემების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრისა და აკადემიური წერის კარგი უნარი (სასურველია, გამოქვეყნებული ჰქონდეს სტატიები და/ან ინტერვიუები და/ან მიმოხილვები პროექტის თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თანამედროვე ელექტრონული/ციფრული კომუნიკაციის საშუალებების კარგად ფლობა;
** Microsoft Office-ის პროგრამების, "Facebook"-ის და სხვა სოციალური ქსელების კარგი ცოდნა.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 12 თვე (სავარაუდოა პროექტის გაგრძელება იგივე ან უფრო ხანგრძლივი ვადით).

განაცხადის შემოტანა და შერჩევის პროცედურა:

მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ghlbs@outlook.com | nkiknadze@osgf.ge

** რეზიუმე (CV);
** მოტივაციის წერილი, სადაც მოკლედ იქნება მითითებული განმცხადებლის კვალიფიკაცია და განმარტება, თუ რატომ არის დაინტერესებული აპლიკანტი ზემოხსენებული საქმიანობით. მოტივაციის წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას.
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში ("საგანი") მიუთითოთ: "მედიის სპეციალისტი". საბუთების განხილვის საფუძველზე ორგანიზაცია დაუკავშირდება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს/კანდიდატს და მოიწვევს მათ/მას გასაუბრებაზე. საბოლოოდ შეირჩევა მხოლოდ ერთი კანდიდატი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 20 აგვისტო.
წყარო: jobs.ge