"WV საქართველოს" იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ამჟამად
ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს იმერეთის მხარეში,
კერძოდ კი ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ყურადღებას აქცევს და განიხილავს
ბავშვთა კეთილდღეობის ყველა ასპექტს, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საკითხია თემის ეკონომიკური განვითარება და საოჯახო მეურნეობების
ხელშეწყობა. რადგან მერძეული წარმოება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა
იმერეთის მხარის სოფლის მოსახლეობისთვის, იმერეთის სამხარეო განვითარების
პროგრამას სურს ხელი შეუწყოს ფერმერებს მიიღონ სათანდო ცოდნა და
გამოცდილება საკვებწარმოების კუთხით, იმისათვის რომ შესაბამისი საკვები
ბაზის შექმნის საფუძველზე ფერმერებმა შესძლონ მერძეული წარმოების
პროდუქტიულობის და წარმოებიდან მიღებული შემოსავლის გაზრდა. ფერმერებს უნდა
მიეწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საკვებ კულტურაზე, რომლის მოყვანა/წარმოებას
შეძლებს ადგილობრივ პირობებში ფერმერი.
ტრენინგი მიზნად ისახავს ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების მიღებას
საკვებწარმოებაში გამოყენებული ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების
შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს, ახალგაზრდებს გამოიყენონ
მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ მეურნეობებში, ამასთან გაუწიონ
დახმარება სხვა ფერმერებს.
ტრენინგ კურსი: "საკვებწარმოება მერძეულ წარმოებაში"
დეპარტამენტი: იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
ანგარიშვალდებულება: იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი
ჩატარების ადგილი: იმერეთი/ბაღდათი
განაკვეთი: სრული
ჩატარების დრო: აგვისტო-სექტემბერი 2013 წელი
წყარო: jobs.ge