en
ge

საზოგადოებრივი ადვოკატირების ინტერნი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ასოციაცია გენეზისი
  • დაწყების თარიღი: 12.08.2013
  • ბოლო ვადა: 22.08.2013
  • ბმული: http://jobs.ge/61254/
ასოციაცია "გენეზისი" აცხადებს საზოგადოებრივი ადვოკატირების ინტერნის ვაკანსიას პროგრამის - "ეკონომიკური დამოუკიდებლობის და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება ინსტიტუციონალური ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის" ფარგლებში.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის მიზნობრივი ჯგუფის განათლების და სოციალური უფლებების გაუმჯობესება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის ძირითად გუნდთან ერთად აქტიური მონაწილეობის მიღება ადვოკატირებისა და ლობირების მიმართულების აქტივობების ორგანიზებასა და შესრულებაში:
** ადვოკატირების გეგმის დახვეწა;
** საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური საკანონმდებლო ბაზის გადახედვა და ანალიზი;
** ქსელური მუშაობა ადვოკატირების პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან - მიზნობრივ ჯგუფთან /ბენეფიციარებთან, არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან;
** პარტნიორი ორგანიზაციების ადვოკატირების გაერთიანებულ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა, შეხვედრების კოორდინაცია, თემატიკის მომზადება და შეხვედრების შედეგების შეჯამება;
** ადვოკატირების არასამთავრობო ჯგუფის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების საინიციატივო წინადადებების დახვეწა, არსებულ კანონებთან და დადგენილებებთან ჰარმონიზაცია და სახელმწიფო სტრუქტურებთან წარსადგენი წერილობითი პაკეტის მომზადება;
** საადვოკატო და სალობირებო აქტივობების გეგმიდან გამომდინარე შესაბამის აქტორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.
** აღმასრულებელ და პროგრამის დირექტორებთან, კომუნიკაციისა და მედია ინტერნთან კოორდინირებული თანამშრომლობა.

სავალდებულო მონაცემები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარი
** კომუნიკაბელურობა, მოქნილობა და გუნდური მუშაობის კარგად გამოხატული უნარები
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

სასურველი მონაცემები:

** სახელმწიფო კანონებზე და დადგენილებზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
ხანგრძლივობა: 2013 წლის 26 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული 25-30 საათი კვირაში.
ინტერნის პოსტი ანაზღაურებადია, შესაძლებელია გაგრძელების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლე სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: diana@genesis.ge 2013 წლის 22 აგვისტომდე.
წყარო: jobs.ge