en
ge

პროგრამა დამწყები ჟურნალისტებისთვის

ევროკომისია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს და ახალგაზრდა ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან პროგრამაში, Youth4Region, მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ინიციატივის მიზანი რეგიონში ევროკავშირის საქმიანობის გაშუქებაა. პროგრამის მონაწილეები გაივლიან ტრენინგს ჟურნალისტიკის და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის სფეროებში, მიიღებენ მენტორინგს პროფესიონალი ჟურნალისტებისგან და ევროკავშირის რეგიონების კვირეულის განმავლობაში ცნობილი ჟურნალისტების მხარდამხარ იმუშავებენ. ისინი ასევე ევროკავშირის საქმეთა მედიის სათავო ოფისს და ევროკავშირის ინსტიტუტებს ეწვევიან და გაემგზავრებიან ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორგანიზებულ მედია-ტურებში. საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯებს ევროკომისია სრულად დაფარავს.

წყარო: www.euneighbours.eu