en
ge

გახდი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი

ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსთვის“ კანდიდატების მიღება დაიწყო საქართველოს მასშტაბით!

 „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრობის მსურველთათვის ღია კონკურსი 2021 წლის 7 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 

ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას ქმნის და სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთ საკვანძო საკითხად „მონაწილეობრივ ახალგაზრდულ პოლიტიკას“ (Meaningful Youth Participation) გამოყოფს. ვინაიდან ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები სფეროს ის უმთავრესი ნაწილი არიან, რომელთა მონაწილეობის გარეშე სფეროს ეკოსისტემის შექმნა წარმოუდგენელია, სააგენტომ აირჩა გეზი, რომ მისი გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი. ახალგაზრდობის მონაწილეობრივი პოლიტიკა გულისხმობს ახალგაზრდების ჩართვას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ. ნამდვილი მონაწილეობა (meaningful) ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან ისეთი ფორმით, რომ გავლენა მოახდინონ ამ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული მიმართულების გასავითარებლად, სააგენტოს ინიციატივით, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება, რომელიც ახალგაზრდობას საშუალებას მისცემს უშუალოდ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

წყარო: ახალგაზრდობის სააგენტო