საგრანტო კონკურსის მიზანი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2013 წლის 9 აგვისტოდან აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კვლევების განხორცილებას.
საგრანტო თემატიკა:
”საარჩევნო გარემოს კვლევა და ანალიზი”
საგრანტო პროექტის ძირითადი მიმართულებები:
საგრანტო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის ზემოაღნიშნულ მიზანს და ითვალისწინებდეს კვლევის განხორციელებას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიმართულებით:
I. ამომრჩეველთა განათლების პროგრამების შესწავლა/ანალიზი (მაგ., საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების იდენტიფიცირება, მათ მიერ (მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ) ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ამომრჩეველთა აქტივობისა და გამოყენებული სასწავლო პროგრამების შესწავლა, შედეგების შეფასება, საჭიროებების გამოვლენა სამომავლო ინიციატივების უზრუნველსაყოფად და სხვ.).ამ მიმართულებით წარმოდგენილი საგრანტო პროექტით გათვალისწინებული კვლევა უნდა მოიცავდეს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.
II. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შესაძლებლობების შესწავლა/ანალიზი (მაგ., პარტიის სტრუქტურული განვითარების, აქტივობის (მათ შორის, ტრენინგებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის), ამომრჩევლებთან კომუნიკაციის საშუალებებისა და ფორმატის შესწავლა, შესაძლებლობების შეფასება, საჭიროებების გამოვლენა კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად და სხვ.).ამ მიმართულებით წარმოდგენილი საგრანტო პროექტით გათვალისწინებული კვლევა უნდა მოიცავდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.
III. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასება (მაგ., არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის განმახორციელებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გამოვლენა, მათი გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის ღონისძიებების შესწავლა, შედეგების შეფასება, საჭიროებების გამოვლენა არასამთავრობო სექტორის მიერ სადამკვირვებლო ფუნქციის კვალიფიციურად შესრულების უზრუნველსაყოფად და სხვ.)
ამ მიმართულებით წარმოდგენილი საგრანტო პროექტით გათვალისწინებული კვლევა უნდა მოიცავდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
- კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა შეიცავდეს მკაფიო ინფორმაციას კვლევის ჩასატარებლად შერჩეული მეთოდოლოგიის შესახებ;
- გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის დასრულების შემდეგ საგრანტო საკონკურსო კომისიას გააცნოს კვლევის შედეგები პრეზენტაციის ფორმატში.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 60 000 ლარისა
ხანგრძლივობა:
2013 წლის 5 სექტემბრიდან - 2013 წლის 25 დეკემბრამდე
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) დასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
შენიშვნა:
- არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება;
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე წლიურად გასაცემი საგრანტო თანხა არ აღემატება 121 900 (ას ოცდაერთი ათას ცხრა ასი) ლარს.
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება - 9 აგვისტო, 2013 წელი
- საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 12 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, 2013 წელი
- პროექტების განხილვა - 29 აგვისტო, 2013 წელი
- კონკურსის შედეგები - 29 აგვისტო, 2013 წელი
- ხელშეკრულებების გაფორმება - 2-3 სექტემბერი, 2013 წელი
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), 2013 წლის 12 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 – 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება
დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად.
შენიშვნა: კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო პირი: ზურაბ ლუაშვილი - 599 95 83 83
წყარო: electionreforms.ge